Translive არის თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელს აძლევს საშუალებას მარტივად მართოს და აკონტროლოს საერთაშორისო ლოგისტიკური პროცესები.

გზა, რომელსაც ლოგისტიკური პროცესები მოიცავს, Translive-ის მეშვეობით ბევრად დახვეწილი, დროში გათვლილი და ინტერაქციულია. პლატფორმის ერთიან სივრცეში გაერთიანებული ასობით გამოცდილი გადამზიდის რესურსი, სწორი კოორდინირებული სამუშაო პროცესები და ჯანსაღი კონკურენტული გარემო, ტვირთის მფლობელებს მაქსიმალურად ოპტიმალური პირობების შერჩევის შესაძლებლობას აძლევს.

25 ოქტომბერს „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა Translive-ის _ ლოგისტიკის საერთაშორისო ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნა განიხილული აპლიკაციის მოხმარების პრინციპები და უპირატესობები.

ზოგადად, საერთაშორისო ლოგისტიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში არის დარგი, რომელიც ყოველთვის დგას დიდი გამოწვევებისა და სწრაფი ცვილებების საჭიროების წინაშე. ბოლო პერიოდში საგრძნობად გაზრდილმა ტვირთბრუნვამ და შეცვლილმა გარემოებებმა ეს კიდევ უფრო აშკარად გვაჩვენა.  თანამედროვე საზოგადოებაში კი აღნიშნული გამოწვევების ლოგიკურ პასუხს ხშირად მაღალტექნოლოგიური სტარტაპის შექმნა წარმოადგენს და ეს მეთოდი აპრობირებულია დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომაც ჩვენ Kairos Logistics-ის, Bene Group-სა და Lemondo-ს მხარდაჭერით განვახორციელეთ ციფრული ლოგისტიკური პლატფორმის იდეა.

Translive-ის პლატფორმა საუკეთესო გადაწყვეტაა ლოგისტიკურ პროცესებში ჩართული მხარეებისთვის, ის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს დამკვეთსა და გადამზიდს შორის. ოფისიდან გაუსვლელად, ღილაკზე დაკლიკებით, მოკლე დროში უკვე შესაძლებელია მარშრუტის განაზღვრა, საბაზრო ფასის გამოთვლა, შესაფერისი ავტომობილის მოძიება, შეკვეთის გაფორმება, დოკუმენტების ავტომატური გენერაცია პირად კაბინეტში და რაც მთავარია,  სრული კონტროლის შესაძლებლობა, პროცესის გამჭვირვალობა და მუდმივი წვდომა ტვირთის ადგილმდებარეობაზე.

ღონისძიებაზე მოწვეული იმპორტიორ/ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ TBC Capital-ის მიერ წარმოდგენილ უახლეს კვლევას, რომელმაც ლოგისტიკური დარგის სრული ანალიზი მოიცვა. გაზრდილი სატვირთო გადაზიდვები ადასტურებს Translive-ის პლატფორმის აუცილებლობას ბაზარზე.

ლოგისტიკის პროექტები გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, Translive-ის ბენეფიტს წარმოადგენს კომპანია „ალდაგთან“ კოლაბორაცია, რომელიც პლატფორმის მომხმარებლებს ტვირთის ოპტიმალურ, შეიძლება ითქვას საუკეთესო, სადაზღვევო პირობებს სთავაზობს.

„ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია შევქმნათ ქართული წარმომავლობის გლობალური ბრენდი, რომლითაც ყველა ჩვენგანი იამაყებს. ზუსტად ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია“ — აცხადებენ Translive-ში.


გაზიარება: